ლარი გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0097 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.1998 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2095 ღირდა.
0.0407 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4702 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5109 ლარი იყო.