რუსეთში კორონავირუსით 155 ათასზე მეტი პირია ინფიცირებული
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 10 102 შემთხვევაა დადასტურებული, ჯამურად, 155 370 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
ბოლო 24 საათში ვირუსს 95 ადამიანი ემსხვერპლა, სულ ქვეყანაში 1451 გარდაცვლილია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს – ვირუსის დამარცხება 19 856-მა პირმა შეძლო.
რუსეთი COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.