ერევანში მამაკაცმა მე-9 სართულიდან შვილი გადააგდო, შემდეგ კი მეორე შვილთან ერთად თავადაც გადახტა

ერევანში 40 წლის კარენ მელიქიანმა მე-9 სართულიდან ორი შვილი გადააგდო და შემდგომ თვითონაც გადახტა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ 5 წლის გოგონა გადააგდო, შემდეგ 8 წლის ბიჭთან ერთად გადახტა.

ადგილზე მისულ პოლიციას სამი ცხედარი დახვდა.

მეზობლების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური დაავადებები ან მავნე ჩვევები არ გააჩნდა. ოჯახს არ უჭირდა.

ინციდენტი, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. ეზოში ცხედრები კორპუსში მცხოვრებმა ქალმა შენიშნა და პოლიციას დაუკავშირდა.

არსებული ინფორმაციით, მელიქიანი რუსეთის მოქალაქე იყო, დიდი ხნის განმავლობაში ის რუსეთის ჯარში მსახურობდა, ერთი წლის წინ კი პენსიაზე გავიდა, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად სომხეთში დაბრუნდა.

მომხდარის მოტივი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები