სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ინფიცირებულთა რიცხვი 2619-მდეა გაზრდილი, – განაცხადეს ჯანდაცვის უწყებაში.
სულ ქვეყანაში ვირუსს 40 ადამიანი ემსხვერპლა. COVID-19-ის დამარცხება 1 111 პირმა შეძლო. სულ 25 846 ტესტია გაკეთებული.