WHO: COVID-19-ის ხელოვნურად წარმოშობის შესახებ განცხადებები სპეკულაციაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან COVID-19-ის ხელოვნურად შექმნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და კვლავინდებურად მიიჩნევენ, რომ ვირუსს ბუნებრივი წარმოშობა აქვს.
ამის შესახებ ორგანიზაციის ჯანდაცვის სფეროში საგანგებო ვითარების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.
“როგორც ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც დადასტურებულ მონაცემს ეყრდნობა, გვსურს, მივიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია ვირუსის წარმოშობის შესახებ, რადგან ეს მნიშვნელოვანია და ეხება საზოგადოების ჯანმრთელობასა და სამომავლო კონტროლს. აშშ-ის მთავრობისგან ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით  კონკრეტულ მონაცემებზე დაფუძნებული არავითარი მტკიცებულება  მიგვიღია. ჩვენი ხედვაა, რომ ეს ისევ სპეკულაციაა. თუ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, მაშინ აშშ-ის გადასაწყვეტი იქნება, ვის და როდის გაუზიარებენ ამ ინფორმაციას“, – აღნიშნა რაიანმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა და ამის დამალვა სცადა. აქედან გამომდინარე, აშშ-ში განიხილავენ ვერსიას, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები