თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მცირდება

თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1614 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, ბოლო ერთი თვის მონაცემით, ყველაზე დაბალი ციფრია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ Twitter-ის გვერდზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, ამ დრომდე ვირუსის დამარცხება 68 166-მა პაციენტმა შეძლო.
ქოჯას თქმით, ბოლო 24 საათში 64 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამურად, 3 461 გარდაცვლილია.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირებულ პირებს – მათი რიცხვი  127 659-ს შეადგენს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, 4 მაისს კორონავირუსის გამოსავლენად 3 771 ტესტი გაკეთდა, სულ 1 171 138 ანალიზია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები