ჭიათურაში სოციალურად დაუცველ ოჯახებზე დახმარებების გაცემა გრძელდება
ჭიათურაში სოციალურად დაუცველ ოჯახებზე დახმარებების გაცემა გრძელდება. მოქალაქეთა დახმარების აქციაში კომპანია ,,სოკარი“ ჩაერთო. კომპანიის მიერ დაწესებული სასურსათო პაკეტები წერეთლის, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ პირადად მიუტანა.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჭიათურის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებზე დახმარებების გაცემას გააგრძელებს.