დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მერმა სამედიცინო პერსონალს ვირუსთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადეს

მცხეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძე ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადეს, – ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

“მადლობა ექიმებს!
ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდი შრომა და თავდადება გაწიეს ქართველმა მედიკოსებმა. ჯანდაცვის სისტემა  გახლავთ სისტემა, რომელსაც შეიძლება, თამამად დაეყრდნოს ჩვენი ქვეყნის თითუეული მოქალაქე. მცხეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძე ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ დღემდე მცხეთის მუნიციპალიტეტში არცერთი ინფიცირებული  დაფიქსირებულა, თუმცა მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებული პაციენტები სხვა რეგიონიდან იქნა გადმოყვანილი. COVID-19-ის დასამარცხებლად ექიმები და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე. მადლიერების მიზნით მცხეთის შემოსასვლელში გამოჩნდა შესაბამისი ბილბორდი წარწერით –  „მადლობა ექიმებს” შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის! “, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები