გორიდან ლუგარში გაგზავნილი 12-ვე ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია

გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი  12 პირის სანიმუშე მასალიდან კოვიდ19 არცერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის უმცროსსი მედდის ირგვლივ კოვიდ 19 გავრცელების არეალი ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კარანტინსა და თვითიზოლაციაში 105 პირი რჩება, რომელზეც მიმდინარეობს მედიკოსების მხრიდან დაკვირვება.
ცნობისთვის, შიდა ქართლის რეგიონში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 9 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 1 – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში და 6 – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგისსა და ფლავში. ეს უკანასნელი გორის სამხედროს ჰოსპიტალში მომუშავე კოვიდ 19 დაინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებია. 6 დაინფიცირებულ პირს შორის ორი არასრულწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები