ხვალიდან ქუთაისში შესვლა და გასვლა ნებისმიერ მოქალაქეს საშვის გარეშე შეეძლება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან მოქალაქეებს ქუთაისში შესვლა და ასევე ქალაქის დატოვება სპეციალური საშვის გარეშე შეეძლებათ. შეღუდვების მოხსნაზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა. მისი თქმით, გადაადგილების პრობლემის მოხსნის მიუხედავად, ბლოკპოსტები და მოქალაქეების თერმოსკრინინგი ძალაში რჩება.

“შეზღუდვები იხსნება ხვალიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში ხვალიდან ყველა მოქალაქეს შეეძლება, შემოვიდეს და გავიდეს ქუთაისიდან. ბლოკპოსტები რჩება და, ჯერჯერობით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება. ბლოკპოსტებს დავტოვებთ თუ არა, ამაზე უახლოეს მომავალში ვისმსჯელებთ. იმერეთში საშვი არავის  დასჭირდება. სავშვი იქნება საჭირო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელად იქნება ჩვენი მოქალაქისთვის ჩასვლა საჭირო თბილისში,  ან, დავუშვათ რუსთავში, რომლებიც რჩება დახურული სტატუსის მატარებელ ქალაქებად”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები