აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის ხელშეწყობის გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აჭარის მთავრობასთან ერთად ორი თვის განმავლობაში საკარანტინე სივრცეებს მასპინძლობდა. რეგიონმა,  ჯამურად, 17 500 მოქალაქე მიიღო, ხოლო საკარანტინე სივრცეში 6 500 ადამიანს უმასპინძლა.
,,ეს მიმართულია იმისკენ, რომ პანდემიის დაძლევა მალე მოხდეს და ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სტუმრებს სიახლეებით მალე შევხვდეთ. საკარანტინე სივრცეებში მშვიდი, უსაფრთხო და კონფორტული გარემო უნდა იყოს, ამაში მთავრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესგან მივიღეთ დავალება, კერძო სექტორთან შეხვედრისა და მათთან კონსულტაციის საფუძველზე მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულ სეგმენტს კრიზისის დალევაში დაეხმარება. ეს იქნება გიდები, სასტუმროები, ტურისტული ობიექტები“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, სამთავრობო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა სეგმენტთან შეხვედრებს მიმდინარე კვირაში განახორციელებს, რომლის შემდეგაც სპეციალური ანტიკრიზისული გეგმა შემუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები