კახეთში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა
კახეთის რეგიონში ამ დრომდე, კოვიდ 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 1 შემთხვევა ფიქსირდება. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 102 პირის ნიმუში უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს – 10 ლოკაციაზე 459 პირი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 36 მოქალაქე რჩება. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ნიმუშის აღება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე, კარანტინის ზონებიდან აქტიურად მიმდინარეობს, ასევე, ტარდება მიზნობრივი ტრსტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც – კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების.
შეგახსემებთ, საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დადატირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 223 და გარდაიცვალა 9 პაციენტი