ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მოთავსებული პაციენტებიდან ოთხს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” ე.წ ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან ოთხს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკაში, ამ დროისთვის, 2 საეჭვო პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგს ელოდებიან.
კლინიკა “ბომონდის” ე. წ ცხელების ცენტრი პაციენტებს დაახლოებით ორი კვირაა ემსახურება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსზე კვლევა 100-მდე პირს ჩაუტარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი უარყოფითია.
ცნობისთვის, იმერეთის რეგიონში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, Covid-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კორონავირუსის დიაგნოზით ახალ ინფექციურ კლინიკაში 13 პაციენტი მკურნალობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე, ქუთაისის ლაბორატორიაში Covid-19-ზე გაკეთებული 187 ანალიზიდან ყველა უარყოფითია.