პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ინფორმაცია, თითქოს, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ელჩს ათავისუფლებდეს, სიცრუეა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში თავისი რეკომენდაციით დანიშნულ ელჩს თანამდებობიდან ათავისუფლებდეს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი არცერთი ელჩის გათავისუფლებას აპირებს.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ამ პიროვნების მიერ გავრცელებულ მორიგ უპასუხისმგებლო ცრუ ინფორმაციას. საქართველოს პრეზიდენტი არცერთი ელჩის გათავისუფლებას აპირებს, პირიქით, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს გლობალური კრიზისისას, ამ ურთულეს პირობებში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.