ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0137 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.1923 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2060 ღირდა.
0.017 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.5048 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4878 ლარი იყო.