გიორგი ვოლსკი: მზად ვართ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენს მოსახლეობას

“ჩვენ მზად ვართ  ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენს მოსახლეობას. საუბარია ყველანაირი დახმარებაზე ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ღებულობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები არსებობს, რომელსაც დეფაქტო ხელისუფლებები ექვემდებარებიან, მაგრამ არსებობს რეალობა. არსებობს ადამიანების ძალიან დიდი მოწყვლადი ჯგუფი, რომელთაც არავის იმედი აქვთ. ესენი, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეები არის. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება არ არის ერთადერთი, რომელიც ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ, რუსული არაჰუმანური პოლიტიკის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანები კორონავირუსით იღუპებიან და ისინი სათანადო სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები