ჯიოევი: საქართველოს მეგობართა ჯგუფმა სამხრეთ ოსეთი და რუსეთი “ბორდერიზაციისთვის” გააკრიტიკა

ეუთოს მუდმივი საბჭოს 23 აპრილის ვირტუალურ სხდომაზე, ევროკავშირის, ასევე დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა, ასევე “საქართველოს მეგობართა” ე.წ. ჯგუფმა სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ბორდერიზაციაში და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

“ის, რომ მათ სჯერათ, ან სურთ დაიჯერონ ქართული ყალბი პროპაგანდის – ეს მათი საქმეა. მაგრამ საერთაშორისო საქმეებში სამართლიანობა მოითხოვს იმასაც, რომ სამხრეთ ოსეთის პოზიციაც იყოს მოსმენილი. საქართველოსგან განსხვავებით, რომლისთვისაც ყველა საერთაშორისო ტრიბუნაა ღია, სამხრეთ ისეთი ასეთ შესაძლებლობას არის მოკლებული”, – აღნიშნა ჯიოევმა.

მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთი აღიარებული სახელმწიფოა და ამის არშემჩნევა – ნიშნავს თანამედროვე რაელობების დაუნახაობას”.

“რაც შეეხება სასაზღვრო ნიშნების დამონტაჟებას, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ისინი, პირველ რიგში, ადგილობრივებისთვის კეთდება, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ამით ინფორმირება ხდება სახელმწიფო საზღვრის შესახებ და შესაბამისად, მიწების დამუშავების საზღვრების ხაზგასმა”, – თქვა ჯიოევმა.

მისივე თქმით, უსაფუძვლოა ევროკავშირის განცხადებები, რადგან მისიის წარმომადგენლები “ცხელი ხაზის მეშვეობით სამუშაოების ჩატარების შესახებ წინასწარ არიან ინფორმირებული, ხშირად თავად ესწრებიან სამუშაოებს”.

“სრულიად უსაფუძვლო და ალოგიკურია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის მისამართით გამოთქმული ბრალდებები “საქართველოს რეგიონში სამხრეთ ოსეთში” ყოფნის შესახებ”, – აღნიშნა მურატ ჯიოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები