აზერბაიჯანში კორონავირუსის 1804 დადასტურებული შემთხვევაა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 1804 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ასევე, ბოლო 24 საათში კლინიკიდან 58 პაციენტი გაწერეს და, ჯამურად, 1325 გამოჯანმრთელებულს შეადგენს.

ქვეყანაში ერთ დღეში გარდაცვალების ერთი ფაქტი გამოვლინდა, სულ ვირუსს 24 ადამიანია ემსხვერპლა.

სხვადასხვა კლინიკაში მყოფთაგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა, 24-ისა კი –  საშუალო სიმძიმის.

სულ ჩატარებულია 143 ათასი ტესტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები