სოსო მანჯავიძე შალვა ნათელაშვილზე: საოცარ ხალხს ამუშავებდა მიშა ოპოზიციად
„საოცარ ხალხს ამუშავებდა მიშა ოპოზიციად. რაც მართალია, მართალია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოსო მანჯავიძე წერს და შალვა ნათელაშვილს ეხმიანება, რომელმაც „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და “იმედის” ჟურნალისტებს “ზონდერები” უწოდა, ხოლო პატარკაციშვილის ოჯახს უთხრა – “გრცხვენოდეთ”.
მანჯავიძის თქმით, სკლეროზის გარდა რას შეიძლება, მიეწეროს ის, რომ კაცი, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს წირავდა “იმედის” გადასარჩენად, დღეს „ნაცებისა” და „ევრონაცების” პოლიტიკური პარტნიორია.
„არის ბატონ შალვაში რაღაც გულისამაჩუყებელი – აი, ისეთი, მეძავებს რომ ახასიათებთ, როცა სიბერის გამო თავისი ნამოქმედარი ავიწყდებათ, თავი ისევ უმანკო ჰგონიათ და სხვებს მოუწოდებენ სწორი ცხოვრებისკენ. რაღაც მსგავსი, სიბრალულის მსგავსი გრძნობა გეუფლება, როცა სკლეროზითა და დემენციით დაავადებულ ადამიანს უყურებ კაცი. აბა, სკლეროზისა და დემენციის გარდა, რას შეიძლება, მიაწერო, რომ კაცი, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს წირავდა “იმედის” გადასარჩენად, დღეს “ნაცებისა” და “ევრონაცების” პოლიტიკური პარტნიორია, ხოლო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. მართლაც საოცარ ხალხს ამუშავებდა მიშა ოპოზიციად. რაც მართალია, მართალია”, – წერს სოსო მანჯავიძე.