კახეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

კახეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თერმოსკრინინგი, პირველ ყოვლისა, მაღაზიებთან, აფთიაქებსა და ბანკებთან მყოფ მოქალაქეებს უტარდებათ.

პროცესს მონიტორინგს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი უწევს. თერმოსკრინინგის მეორე ეტაპზე სახლებში ვიზიტი მოხდება და თითოეული მოქალაქე შემოწმდება.

Covid19-ის პრევენციის მიზნით, თერმოსკრინინგი ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები