ლარი დოლართან მიმართებით 0.0018 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0018 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.2032 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2014 ღირდა.
0.0074 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4748 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4822 ლარი იყო.