რუსეთში კორონავირუსს უკვე 70-ზე მეტი ექიმი ემსხვერპლა

რუსეთში კორონავირუსს 70-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი ემსხვერპლა, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შტატგარეშე ეპიდემიოლოგმა, ნიკოლაი ბრიკომ.

მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის უამრავი კერაა და, პირველ ყოვლისა, სამედიცინო დაწესებულებებში.

ეპიდემიოლოგის თქმით, რუსმა ექიმებმა სოციალურ ქსელში გარდაცვლილი კოლეგების შესახებ ინფორმაცია გასააჯაროვეს და ნუსხაში 70-ზე მეტი გვარია.

ბრიკომ ისიც აღნიშნა, რომ ინფიცირებულ მედიკოსთა რიცხვიც იზრდება, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუსახელებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები