რუსეთში კორონავირუსი 40 პატიმარსა და პენიტენციური სამსახურის 271 თანამშრომელს დაუდასტურდა

რუსეთში კორონავირუსი 40 პატიმარს დაუდასტურდა, თუმცა ინფიცირებულთა შორის დაავადება მძიმე ფორმებში არ ვითარდება, – განაცხადეს ქვეყნის დანაშაულის აღსრულების ფედერალურ სამსახურში.

გარდა ამისა, COVID-19-ი პენიტენციური სამსახურის 270 თანამშრომელს გამოუვლინდა.

27 აპრილს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი 874 ჯარისკაცსა და უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების 779 სტუდენტს დაუდასტურდა.​

მათგან 314 ჯარისკაცი სამხედრო ჰოსპიტლებშია მოთავსებული, 175 იზოლირებულია სამხედრო ნაწილებში, 379 სახლის პირობებში იმყოფება, ხოლო 6 მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

26 აპრილს, წყაროზე დაყრდნობით, რუსული მედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განკარგულება გასცა, სამხედრო სასწავლებლებში სასწავლო წელი ვადაზე ადრე დასრულდეს.

გასულ კვირას პეტერბურგში კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ფისუნმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც 55 კურსანტს ვირუსი დაუდასტურდა.

28 აპრილის მდგომარეობით, რუსეთში კორონავირუსის 93 558 დადასტურებული შემთხვევაა, 867 პირი გარდაცვლილია, 8 456 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები