ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.003 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.2014 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2044 ღირდა.
0.0032 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4822 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4790 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები