რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დატოვებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს.
“50 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დღეს 2 პაციენტი დაგვემატა, გუშინ კი – სამი. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება ჰქონდა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა, სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი. ამ ეტაპზე ყველა პაციენტი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. 14 პაციენტის პასუხს ველოდებით. ასევე, ტესტირებაზე იგზავნება თანამშრომლების ანალიზები, ჯერჯერობით, ყველა არის უარყოფითი”, – განაცხადა თავართქილაძემ.