გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში პროდუქტის გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში პროდუქტის გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო. პაკეტი არამალფუჭებადი პროდუქტებისგან შედგება და მას 62 ბაგა-ბაღის 6000 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს.
პროდუქტის გაცემის პროცესს გორის მერის მოადგილე და სააგენტოს მენეჯერი გორის მე-9 და მე-10 ბაგა-ბაღებში აკვირდებოდნენ. პროცესი ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია.