ბიბილოვმა “ცხინვალს” სახელწოდება შეუცვალა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ე.წ. განკარგულებით, ქალაქ ცხინვალს მეორე სახელწოდებაც ექნება – “ქალაქი სტალინირი”.
აღნიშნული დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავს უკავშირდება.
“ქალაქ ცხინვალის სიმბოლოს სახით, ვადგენ “ქალაქ სტალინირს”, რომელიც გამოიყენება “ქალაქ ცხინვალის” მსგავსად რესპუბლიკური და საქალაქო მნიშვნელობის ღონისძიებების დროს, რომლებიც დიდ სამამულო ომს მიეძღვნება, როგორებიც არის 9 მაისი – გამარჯვების დღე, 22 ივნისი – დიდი სამამულო ომის დაწყების დღე (1941 წელი)”, – ნათქვამია განკარგულებაში.
ე.წ.სამინისტროებს, უწყებებს, ასევე, ქალაქ ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციას დაევალა აღნიშნულ დღეებში ღონისძიებების ორგანიზება, რომ მოხდეს ისტორიული სახელწოდების “ქალაქ სტალინირის” სახელწოდების პოპულარიზაცია.
“ქალაქ სტალინირის” პოპულარიზაციის ორგანიზება ე.წ.ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტსაც დაევალა.