ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პოლიციის განყოფილება დაიწვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალ ათონში ე.წ. პოლიციის განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა 25 აპრილს მოხდა.
როგორც ე.წ.სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ 26 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციიდან ირკვევა, ხანძარს 40 წუთის განმავლობაში აქრობდნენ.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაწყებულია გამოძიება, მთლიანად დამწვარია შენობის პირველი სართული.