ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან ქალი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს 1925 წელს დაბადებული, გუდაუთის ჰოსპიტლს პაციენტი ქალი ემსხვერპლა.
როგორც ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ქალს ბევრი თანმხლები ქრონიკული დაავადება აწუხებდა.
ქალს დიაგნოზი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა კვირაზე მეტხანს ინფიცირებული ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა და, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, საავადმყოფოში გადაყვანაზე თანხმობა ქალმა 20 აპრილს თქვა.
რაც შეეხება ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას – ჯამურად, სულ 3 ინფიცირებული იყო გამოვლენილი, მათგან ერთი კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება, ერთი კი უკვე სახლში იმყოფება.