მომგებიანია თუ არა სამედიცინო ბიზნესი საქართველოში – როგორია კვლევის შედეგები
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახნად, ქართულ კომპანიებს სამედიცინო ინდუსტრიაში საკმაოდ კარგი ფინანსური მაჩვენებლები აქვთ.
მომგებიანობის კოეფიციენტები
ინდუსტრიას აქვს მომგებიანობის საკმაოდ მაღალი კოეფიციენტები. წლიური მოგება კაპიტალზე(ROE) შეადგენს 10%-ს, ასევე, მაღალია უკუგების კოეფიციენტი აქტივებზე, (ROA) რაც 22%-ს აღწევს. უნდა აღინიშნოს მაღალი საოპერაციო მოგების მარჟის კოეფიციენტი, რომელიც 9,7%-ს შეადგენს და წარმოადგენს მაჩვენებელს, თუ რეალიზაციის რამდენი პროცენტი გარდაიქმნება კომპანიის საოპერაციო მოგებად.
გადახდისუნარიანობის კოეფიციენტები
ვალდებულებები შეფარდებული აქტივებთან კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ რამდენად აფინანსებს კომპანია მის ოპერაციებს სესხით. საშუალო ინდუსტრიული მაჩვენებელი უტოლდება 0.47-ს, რაც მიუთითებს კაპიტალის სიმცირეზე სესხებთან მიმართებით.
ასევე, აღსანიშნავია სესხის პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს 35.12-ს და მეტყველებს იმაზე, რომ საშუალოდ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა მათი სესხების გასტუმრებასთან დაკავშირებით, რადგანაც მოგება დაბეგვრამდე ბევრად აღემატება გადასახდელი პროცენტის ხარჯს.
ეფექტურობის კოეფიციენტები
მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი უტოლდება 8.65-ს, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და მეტყველებს იმაზე, რომ კომპანიები ხშირად უწევთ მარაგების შევსება. ზოგადად, რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო მეტია გაყიდვების რაოდენობა და ნაკლებ დროს ატარებენ მარაგები საწყობში.
აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი ინდუსტრიაში უტოლდება 1.01-ს, რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო ეფექტურად ახერხებს კომპანია მისი აქტივების გამოყენებას გაყიდვების მოცულობასთან მიმართებით 1.01 კოეფიციენტი სამედიცინო სექტორის კაპიტალ ინტენსიური სპეციფიკის გათვალისწინებით მიუთითებს გაყიდვების საკმაოდ მაღალ რაოდენობაზე.
ლიკვიდურობის კოეფიციენტები
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამედიცინო ინდუსტრიის ლიკვიდურობის კოეფიციენტები არის საკმაოდ მაღალი. მიმდინარე ლიკიდურობის კოეფიციენტი შეადგენს 2.78-ს (როდესაც ეს მაჩვენებელი 1-ზე მეტია, ითვლება, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კარგია), ანალოგიურად მაღალია სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს 2.2-ს. ამ შემთხვევაშიც, როდესაც კოეფიციენტი 1-ზე მეტია, ითვლება დამაკმაყოფილებლად.
როგორც კვლევაში აღნიშნული, იმის გამო, რომ დარგი ფინასურად საკმაოდ მომგებიანია, იზრდება საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების რაოდენობა. კერძოდ, 2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 271 ათასი სამედიცინო დაწესებულება,სადაც 16 ათასი საწოლია განთავსებული. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს პაციენტებს 31 ათასი ექიმი ემსახურებოდა.
სამედიცინო ბაზრის მოკვლევა ჩატარებულია 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა, საკონსულტაციო კომპანია AGIC-ის განმარტებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მედიცინაზე გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, გაზრდილია საავადმყოფოების, მედპერსონალის ოდენობა, შესაბამისად, სფეროს მომგებიანობაც და მარგი ქმედების კოეფიციენტიც.