რა შეზღუდვები მოიხსნება დღეიდან – ეკონომიკის სეგმენტები, რომლებიც მუშაობას იწყებენ
დღეიდან მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.
1- იხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვა სავალდებულოა როგორც მომხმარებლისათვის, ასევე – მოვაჭრეებისათვის. სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებების შესაბამისად, აგრალური ბაზრის შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, ასევე, მოვაჭრეები ერთმანეთისგან უნდა იყვნენ სოციალური დისტანციით განლაგებული, აგრარულ ბაზრობაზე დაიშვება მხოლოდ პირბადეებით აღჭურვილი მომხმარებელი. ასევე, ბაზრის ხელმძღვანელობა ვალდებულია, ტერიტორიაზე მოვაჭრე თანამშრომლებს თერმოსკრინინგი ჩაუტაროს.
2- დასაშვები ხდება ონლაინვაჭრობა როგორც საბითუმო, ასევე – საცალო.
ოპერირებისთვის კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ, რის საფუძველზეც შემოწმდება, იცავს თუ არა ბიზნესოპერატორი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კომპანიებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს.
3-მუშაობას განაახლებენ ტაქსები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობებზე შეზღუდვები 6 ეტაპად მოიხსნება. ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ 2 კვირა იქნება.