ევროკავშირის მხარდაჭერილი თეთრიწყაროს ლაგი თანხას მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად აგროვებს

ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, ევროკავშირის მხარდაჭერილმა თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), ადგილობრივ მთავრობასა და ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ერთად, თეთიწყაროში მაცხოვრებელი ყველაზე მოწყვლადი ოჯახებისთვის თანხის შეგროვებადაიწყო. პირველადი დახმარების პროდუქტებს 35 მოწყვლადი ოჯახი მიიღებს, ხოლო 22 სკოლის მოსწავლეს კომპიუტერები და ყოველთვიური ინტერნეტ პაკეტი გადაეცემა, რათა ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა უამრავი სკოლის მოსწავლე, რომლებსაც არ აქვთ წვდომა კომპიუტერებსა და ინტერნეტთან, რათა შეძლონ დისტანციურად დაესწრონ სკოლის გაკვეთილებს.
“თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), ადგილობრივ მთავრობასა და ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ერთად, განსაზღვრა ის სამიზნე ჯგუფები, რომელთაც ზემოხსენებული საჭიროებების დაკმაყოფილება ყველაზე მეტად სჭირდებათ და აგროვებს თანხას მათ დასახმარებლად. „უამრავი ადამიანია ჩვენს მუნიციპალიტეტში, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. მხოლოდ ერთობლივი ძალებითა და სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადალახვას. თუ ფლობთ რაიმე სახის ნივთებს, განსაკუთრებით კომპიუტერებს, სმარტფონებსა და ტაბლეტებს სკოლის მოსწავლეებისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენ – თეთრიწყაროს ლაგს“, – ამბობს თეთრიწყაროს ლაგის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ტიკურიშვილი.
მუდმივად განახლებული ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომელთაც თქვენ მიერ გაღებული თანხით ეხმარებით, შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.tetritskarolag.ge და www.rdfg.ge
თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვთარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. თეთრიწყაროს ლაგი ერთ-ერთია თორმეტ ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შორის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები