ალექსანდრე ანქვაბი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრად დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. პრემიერმინისტრად დაინიშნა.

ანქვაბი დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობას 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის ივნისამდე იკავებდა. ე.წ. თანამდებობა პოლიტიკური კრიზისი შედეგად დატოვა.

რაც შეეხება ალხას კვიწინიას, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტად იყრიდა კენჭს 2019 წელს – ის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანლად დაინიშნა.

ასლან ბჟანიას ე.წ. ინაუგურაცია გუშინ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები