წყალმომხმარებელი პირები 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადახდისაგან

წყალმომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირები 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იინფორმაციით, გარდა ამისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე, სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები