ლარი კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0173 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.2027 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 3.1854 ღირდა.
0.026 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.4551 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4291 ლარი იყო.