უკრაინაში კონსტიტუციურ რეფორმებს ითხოვენ
უკრაინაში აქცია კვლავ გრძელდება, თუმცა გასულ ღამეს შეტაკებები არ მომხდარა. უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის არსენი იაცენიუკის თქმით, ოპოზიცია კონსტიტუციურ რეფორმებს ითხოვს. მისივე განცხადებით, ახლა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი დემონოპოლიზაციის პროცესის დაწყება, რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა და კორუფციასთან ბრძოლაა. ოპოზიციის ლიდერები ამნისტიის შესახებ კანონშიც ცვლილებას ითხოვენ.
მათი მოთხოვნაა, ევრომაიდნის აქტივისტები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაათავისუფლონ. ოპოზიცია აქციების დაწყების შემდეგ დაკარგულთა სიებსაც აქვეყნებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაკარგულად ითვლება 35 ადამიანი.