ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0105 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.1854 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1749 ღირდა.
0.0211 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4291 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4502 ლარი იყო.