იტალიაში მედიკოსები და ვირუსისგან გარდაცვლილთა ნათესავები მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

“იტალიაში Facebookჯგუფი -NOI Denunceremo ( “არ გავჩუმდებით”) შეიქმნა, რომელიც უკვე 45 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს ჩინოვენიკების მისამართით პრეტენზიებს გამოთქვამენ”, – წერს The Guardian-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯგუფში იმ პირთა უმრავლესობაა გაწევრიანებული, რომლებმაც პანდემის შედეგად ნათესავები დაკარგეს. ხალხი ხელისუფლებების არასწორ ქმედებებზე წერს.

აღინიშნება, რომ სამართალდამცველებმა რიგი შემთხვევის გამოძიება უკვე დაიწყეს.

კერძოდ, გამოძიება დაწყებულია ბერგამოს ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ვირუსს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, რამაც მისი გავრცელება მთელი რეგიონის მასშტაბით გამოიწვია.

ერთ შემთხვევაში დაუდევრობაში ლომბარდიელი მაღალჩინოსნები არიან ეჭვმიტანილნი, სადაც ბევრი მოხუცი გარდაიცვალა, მათი უმრავლესობა – მოხუცთა თავშესაფრებში. ხალხი წერს, რომ მსხვერპლთა დიდი ნაწილის სტატისტიკა ცნობილი არ არის.

ჯგუფის შემქმნელი, ლუკა ფუსკო, რომლის მამა ასევე ემსხვერპლა ვირუსს, ამბობს, რომ მისი კამპანიის სამიზნე არავითარ შემთხვევაში არ არიან მედიცინის მუშაკები. მისივე თქმით, ჯგუფის წევრებს ფინანსური კომპენსაცია არ სურთ, არამედ უნდათ, მოხდეს იმ პირთა სამართლიანი დასჯა, რომლებიც მათი ნათესავების გარდაცვალებაში არიან დამნაშავენი.

თავის მხრივ, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელს მედიკოსებიც ამზადებენ, რადგან, მათი თქმით, სულ მცირე 144 ექიმია გარდაცვლილი იმის გამო, რომ კლინიკებში პერსონალური დაცვის საშუალებები არ არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები