ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თერჯოლიდან გადაყვანილ პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდა
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მყოფ პაციენტს, რომელიც ე.წ თერჯოლის კლასტერიდანაა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს.
ცნობისთვის, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს. მათგან ექვსი ე.წ თერჯოლის კლასტერია. კლინიკა, ჯამურად, 9 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
შეგახსენებთ, საქართველოში, ბოლო მონაცემებით, Covid- 19-ის 420 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან გამოჯანმრთელებულია 107, გარდაცვლილი 5, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223,ხოლო სტაციონარში 584პაციენტია მოთავსებული.