აშშ-ის ორ შტატს ტორნადომ გადაუარა, არიან დაღუპულები (ვიდეო)

აშშ-ის ტეხასისა და ოკლაჰომას შტატების რამდენიმე რეგიონს ტორნადო და შტორმი დაატყდა, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ტეხასის შტატში, პოლკის ოლქში დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახალი, მაღაზია და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები, წაქცეულია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

ოკლაჰომას სამხრეთით, მარშალის ოლქში ტორნადოს შედეგად რამდენიმე ავტომობილი ხეზე აღმოჩნდა, რიგი შენობა-ნაგებობა დანგრეულია.

ადრე, აპრილში ტორნადოს ტალღამ ქვეყნის სამხრეთის შტატებს გადაუარა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები