თერჯოლაში, კოვიდ19-ის პრევენციის მიზნით, სოფელი ღვანკითი დღეიდან ჩაიკეტა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის განვრცელების პრევენციის მიზნით, სოფელი ღვანკითი დღეს დილიდან ჩაიკეტა. სოფლის შესასვლელ-გასასსვლელებში 5 ბლოკსაგუშაგოა მოწყობილი, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათ კონტოლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება.
ზვიად შალამბერიძე არსებულ ვითარებასა და ბლოკსაგუშაგოების მოწყობის პროცესს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან პირადად ეცნობა.
ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ე.წ. თერჯოლის კლასტერიდანაა და სწორედ სოფელ ღვანკითის მკვიდრია.