ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 აპრილის ჩათვლით მოქმედი ე.წ. საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდა. ე.წ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის რაულ ლოლუას განცხადებით, გაგრისა და გალის რაიონებში მოხსნილია შესვლის აკრძალვა და დღეიდან გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი.

ლოლუას თქმით, კვლავაც დახურულია სკოლები, საბავშვო ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. არ გახსნილა ტურისტული ობიექტები და სასტუმროები. კვლავაც დაკეტილია ე.წ. საზღვრები.

ლოლუას ინფორმაციით, ვითარება დე ფაქტო რესპუბლიკაში კონტროლს ექვემდებარება. კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 28 მარტიდან მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები