აჭარაში 73 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგი ცნობილია
აჭარაში 73 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგი ცნობილია – მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. რამდენიმე ანალიზის პასუხი კი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა ე.წ ქობულეთის კლასტერის კონტაქტები, რომელიც ამ დროისთვის 500-ზე მეტს შეადგენს.
აქვე აღინიშნა ისიც, რომ ქობულეთში მცხოვრებთა ნაწილის თვითიზოლაციის პერიოდი სრულდება, თუმცა მათ შესაბამისი კვლევა კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ.
ცნობისთვის, ბათუმის ცხელების კლინიკაში Covid-19-ზე 37 პირი მკურნალობს, აქედან 34 ე.წ ქობულეთის კლასტერიდანაა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმე რჩება ერთი პაციენტი, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კორონავირუსისგან ბათუმში სულ გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 13 პაციენტი.