გუდაუთის საავადმყოფოს ექიმები კარანტინზე გაუშვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფი თვითიზოლაციაში გაუშვეს.
ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ექიმები კარანტინზე ორკვირიანი მუშაობის შემდეგ გადადიან.
საავადმყოფოს 10 თანამშრომელი თვითიზოლაციაში გაუშვეს. ოთხი ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებთან პირდაპირ კონტაქტში იმყოფებოდა, სოხუმში, სასტუმრო “აითარში” კარანტინზე გაუშვეს.
მათი იზოლაცია ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, ამჟამად, არცერთ მათგანს კორონავირუსი გამოვლენილი არ აქვს.