აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში კოვიდ–19–ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
მათივე ცნობით, დაინფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, დილის ანალიზებიდან 35 პირის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა მათგანი უარყოფითია.