რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ქვედანაყოფები გაგზავნა
კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ქვედანაყოფები გაგზავნა.
ამის შესახებ შავი ზღვის ფლოტის მეორე რანგის კაპიტანმა, ალექსეი რულევმა განაცხადა.
ქვედანაყოფები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან მიემართებიან.
კოლონა 13 ავტომობილისგან შედგება, მათ შორის აეროზოლის სადეზინფექციო მობილური კომპლექსები და სხვა საჭირო აღჭურვილობაა.
იგეგმება ტექნიკის სპეციალური დამუშავებისა და დროებითი ავტოპარკის გახსნა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლის შემდეგ, რუსი სამხედროები აფხაზ მედიკოსებთან ერთად სამუშაოების მოცულობას შეისწავლიან და სადეზინფექციო სამუშაოებს შეუდგებიან.