სუს-ი: პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშავდებოდა ტერორიზმთან დაკავშირებული ან შესაძლო კავშირის მქონე პირთა სიები, კონტროლი დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე რამდენიმე ათას პირზე

“პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშავდებოდა ტერორიზმთან დაკავშირებული ან შესაძლო კავშირის მქონე პირთა სიები. აღნიშნულის შედეგად გასული წლის განმავლობაში იდენტიფიცირდა და შესაბამისი კონტროლი დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე რამდენიმე ათას პირზე”, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ 2019 წლის ანგარიშშია საუბარი. ანგარიშის თანახმად, მეთვალყურეობას ექვემდებარებოდა მარშრუტები და არხები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლისთვის ყოფილიყო გამოყენებული.

“საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა ან/და ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთ პირთა შემოსვლა, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერები არიან.

პირთა დიდმა ნაწილმა, რომელიც ჩართული იყო სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, დატოვა აღნიშნული რეგიონი. ისინი სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით ცდილობდნენ კონკრეტულ სახელმწიფოებში მოხვედრას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებით მაქსიმალურად კონტროლდებოდა აღნიშნული პირების მიერ ქვეყნის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების არხები. 24/7 ფორმატში, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და დროული კოორდინაციით, იზღუდებოდა აღნიშნული დერეფნების გამოყენების შესაძლებლობა. მეთვალყურეობას ექვემდებარებოდა მარშრუტები და არხები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლისთვის ყოფილიყო გამოყენებული.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ერთიანი საინფორმაციო ბაზების განახლება, რამაც ეფექტური გახადა ქვეყანაში შესვლისა და ქვეყნიდან გასვლის არხების მონიტორინგი”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები