ზაალ ანჯაფარიძე: „ქართულმა ოცნებამ” ანტიკრიზისული ზომების სერიული ხასიათი აჩვენა მოულოდნელ შიდა სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებასთან გასამკლავებლად

„ქართულმა ოცნებამ” ანტიკრიზისული ზომების სერიული ხასიათი აჩვენა, რაც მოიცავს 3 მილიარდი ლარის (950 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) ინექციას მოულოდნელ შიდა სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებასთან გასამკლავებლად, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ახალი კორონავირუსის პოლიტიკური შედეგები საქართველოში” წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მილიარდერმა და ფილანტროპმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ეროვნულ ფონდს 100 მილიონი ლარი (31.75 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) შესწირა.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, „მმართველი პარტიის რანგში „ქართული ოცნება” მაქსიმუმს აკეთებს თავისი უპირატესობების შესანარჩუნებლად და გასამრავლებლად, რაც რამდენიმე თვის წინ მძიმე პოლიტიკური დანაკარგების შემდეგ მოიპოვა და ამით კამპანიაში შესვლას აპირებს”.

„ამასობაში, კორონავირუსის ეპიდაფეთქების შედეგად გამოწვეული სუფთად პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა კვლავ გაურკვეველი რჩება. პირველი მათგანი არჩევნების თარიღს უკავშირდება, რაც ფორმალურად 31 ოქტომბერს მოიაზრება. დიდად სავარაუდოა, რომ არჩევნები გადაიდოს, თუ პანდემია ხელისუფლებას არ მისცემს შემოდგომისთვის ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობას. მეორე პრობლემა საარჩევნო რეფორმის შესახებ წინა თვეში დასავლეთის შუამავლობით მიღწეული გარიგების ბედია. საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცება პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს და ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუ 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო ვითარება უფრო მეტი ხნით შენარჩუნდება. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე თავი ნებისმიერი კონსტიტუციური კანონის განხილვას კრძალავს საგანგებო ვითარების პერიოდში. თუმცა, არც საქართველოს კონსტიტუცია და არც ქვეყნის კანონი საგანგებო ვითარების შესახებ არ განსაზღვრავს ამ რეჟიმისთვის რაიმე კონკრეტულ დროის ლიმიტს”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები