სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1159-მდე გაიზარდა

სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 1159 დადასტურებული შემთხვევაა, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.

ასევე, გასულ 24 საათში ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი ერთით გაიზარდა და, ჯამურად, 18 გარდაცვლილი შეადგინა.

ვირუსის დამარცხება 358-მა პაციენტმა შეძლო.

სომხეთში 13 აპრილს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 მაისამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები