ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში Covid -19-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 60 წლამდე მამაკაცი კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანა. შუახნის მამაკაცი სოფელ ფარცხანაყანებიდანაა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და  კონტაქტებს  ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

შეგახსენებთ, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში ბოლო მონაცემებით Covod-19-ის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები